bestman@grigol:~/davit
STATUS: SIGNED

// შეტყობინება #001 · კონფიდენციალური

გამარჯობა,
დავით.

კაცები გრძნობებზე არ ვლაპარაკობთ. HTML გვერდებს ვწერთ.

ბევრი ტექსტი არ მიყვარს. საქმეზე გადავიდეთ. ჩამოსქროლე. ▼

scan --candidate=davit --deep

// სისტემური სკანირება დასრულდა

შედეგები

მეგობრობის ხანგრძლივობა100%
სანდოობის კოეფიციენტი99%
სადღეგრძელოს წარმოთქმის უნარი97%
ბეჭდის დაკარგვის რისკი54%
ქეიფის გაძლების უნარი143%
⚠ ERROR: ლიმიტი გადაცილებულია. სისტემა ამას ვერ ზომავს.

დასკვნა: ალტერნატიული კანდიდატები მეგობრების ბაზაში ვერ მოიძებნა.

cat /why/davit.log

// რატომ სწორედ შენ

01

შენ იმდენი კომპრომატი გაქვს ჩემზე, რომ ეს უკვე უსაფრთხოების საკითხია.

02

შენ ის ადამიანი ხარ, ვისთანაც 5 წუთით შეხვედრა 5 საათად იქცევა.

03

შენ ერთადერთი ხარ ვისთანაც ერთად დივანით მისერფინგია.

04

კანდიდატები ბევრი არ ყოფილან. ანუ... საერთოდ არ ყოფილან.

./ask.sh --final

// კითხვა

დავით, იქნები ჩემი მოწმე თვალიკაცი?

ოფიციალურად: Best Man. არაოფიციალურად: root access ჩემს ცხოვრებაზე. (გაფრთხილება: პასუხი „არა“ ამ სისტემაში არ არსებობს.)

contract_001.pdf: ხელმოწერის მოლოდინში

// ✓ დადასტურებულია · 100%

Mission accepted.

ამ გვერდზე თუ იტირებ, არავის ვეტყვი. მეც უარვყოფ. ახლა ფორმალობებია. წაიკითხე ყურადღებით, უკან გზა აღარაა.

ხელშეკრულება №001
მოწმეობის ნებაყოფლობით და შეუქცევად კისრებაზე

მხარე Aგრიგოლ (შემდგომში „სიძე“)
მხარე Bდავით (შემდგომში „მოწმე“ „თვალიკაცი“)
თარიღიდაზუსტდება (მალე)
  1. ბეჭედი გადადის მოწმის პასუხისმგებლობაზე. დაკარგვა ამ შეთანხმებას არ აუქმებს.
  2. მოწმე თვალიკაცი ვალდებულია სიძე ზედმეტი თავდაჯერებულობისგან პერიოდულად ჩამოსვას მიწაზე.
  3. საჭიროების შემთხვევაში მოწმე თვალიკაცი იტყვის: „ყველაფერი კონტროლქვეშაა“, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არის.
  4. მოწმე თვალიკაცი ვალდებულია ნებისმიერ მომენტში თქვას: „ეგ იდეა ჩემი არ ყოფილა“.
  5. პირობების დარღვევა ისჯება ჩემი მომავალი ცოლის უკმაყოფილებით. ყველა საჩივარი იგზავნება /dev/null-ში.
  6. ენტროპია და ჩვენი მეგობრობა ყოველთვის იზრდება.
  7. ეს შეთანხმება ძალაშია სანამ ორივე ცოცხლები ვართ... და ალბათ მერეც.

// ხელმოწერა: დაწერე შენი სახელი

—
დადასტურებულია · ძალაშია სამუდამოდ

გაუქმების ღილაკს ეძებ? არ არსებობს. კარგად უნდა დაფიქრებულიყავი სანამ ხელს მოაწერდი.

სიმართლე რომ გითხრა, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ეს გვერდი უბრალოდ ფორმალობა იყო.